დაღესტანში ბოლო 6 თვის განმავლობაში ტერორისტული მიმართულების 100-ზე მეტი დანაშაული მოხდა, რომელთა შედეგად დაღუპულია 60 ძალოვანი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
" 2012 წლის ნახევარი წლის განმავლობაში დაღესტანში ტერორისტული მიმართულების 116 დანაშაული მოხდა, რომელთა შედეგად დაღუპულია 67 ადამიანი, მათ შორის 60 ძალოვანი - 41 პოლიციელი, "ეფ-ეს-ბეს" 5 თანამშრომელი, რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის 10 თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 3 თანამშრომელი, პროკურატურის 1 თანამშრომელი და 7 სამოქალაქო პირი.
მისივე ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში დაჭრილია 212 ადამიანი, რომელთა შორისაც 75 სამოქალაქო პირია.
"დროის ამავე პერიოდში განადგურებულია 100 ბოევიკი და მათი თანამოაზრე, 94 დაკავებულია, სამი კი თავად ჩაბარდა",_ აცხადებს წყარო.