უახლოესი 2 წლის განმავლობაში კავკასიაში მიწისძვრების რისკი შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა აკიფ ალიზადემ განაცხადა.
ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ, ამერიკელ მეცნიერებთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მტკვრის დაბლობზე და აბშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთით მიწის ქერქის დეფორმაცია შეიმჩნევა, აღნიშნა ალიზადემ, კვკასიაში გეოლოდინამიკური მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ბაქოსთან ახლოს შეიმჩნევა მიწის ქერქის დეფორმაციის მაღალი ენერგია, რამაც შესაძლოა უახლოეს წლებში გამოიწვიოს მიწისძვრები. იმავდროულად, მან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრის შესაძლებლობა გამორიცხა.