პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი სამონიტორინგო მუშაობის დახვეწაზე. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯომარის მოადგილემ, ზაზა გელაშვილმა აშშ-ის კონგრესის ყოფილ წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კონგრესის წევრებმა შეხვედრები გამართეს პარლამენტის წარმომადგენლებთან. როგორც მათ აღნიშნეს, შეხვედრის მთავარი საკითხი არის ამერიკულ მხარესთან გაფორმებული თანამშრომლობისა და პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მონიტორინგის საკითხი.
გელაშვილის განცხადებით, მონიტორინგი ხორციელდება პარლამენტის მხრიდან, თუმცა აღნიშნავს, რომ საგაზაფხულო სესიის განახლების შემდეგ პარლამენტი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს მონიტორინგის დახვეწის მექანიზმებზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრების ვიზიტი საართველოში დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის ცალკეული კომიტეტების თავმჯდომარესთან, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან.