აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვარზე ხუთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომხეთის მხრიდან სროლისას დაიღუპნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე რაიონში გუშინ სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ერევანში განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოგვარდეს.
ყარაბაღის თემა ერთ-ერთი წამყვანი იქნება კლინტონის ბაქოში ვიზიტისას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში თბილისიდან ჩავა.