მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტა დაუშვებელია და ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ერევანში ვიზიტისას განაცხადა.
"აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან, რადგან ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს პრობლემა შეუძლებელია მოგვარდეს სამხედრო გზით, ის შესაძლებელია მხოლოდ დარეგულირდეს მოლაპარაკების მაგიდასთან", - განაცხადა კლინტონმა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს მადრიდის პრინციპების საფუძველზე, რომელიც გამორიცხავს ძალის გამოყენებას.
კლინტონმა ყურადღება გაამახვილა ერევანის და ანკარის ურთიერთობებზე, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში მხარს უჭერს აზერბაიჯანს.
სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტამ სომხეთისა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე გავლენა არ უნდა იქონიოს.