ავტორი აღწერს ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის რეზიდენციას და აღნიშნავს, რომ აქ, წინანდალში სტუმრად იმყოფებოდა ალექსანდრე დიუმა, ისევე როგორც რუსი პოეტები ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი და ალექსანდრე გრიბოედოვი. ეს უკანასკნელი 16 წლის ნინო ჭავჭავაძეზე დაქორწინდა.
"ისინი სეირნობდნენ ბაღებში იმ ხეებს შორის, რომლის ნარგავებიც ნინოს მამამ, პოეტმა, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე ალექსანდრე ჭავჭავაძემ მთელი მსოფლიოდან ჩამოიტანა, და მიირთმევდნენ მათი ვენახების ხრაშუნა თეთრ ღვინოს ვილის აივანზე, რომლიდანაც დაკბილული მთების ხედი მოსჩანს.
მაგრამ რუსეთის ამ პერიფერიაზე სიმშვიდე მაცდუნებელი იყო და ქაოსი და ტრაგედია ხშირად არღვევდა წინანდალის ელეგანტურ წესრიგს", - წერს ავტორი.
დენიელ მაკლაფლინი წინანდალშიი ამჯამად მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს:
"ცხოვრება იცვლება აქ, თანაც სწრაფად - მუშები ღვინის სარდაფებს აღადგენენ და შთამბეჭდავი ახალი შენობაც ფორმას იძენს.
ის 2014 წელს გაიხსნება, როგორც „რედისონის" 100-ნომრიანი სატუმრო, იუწყება „სილქ-როუდ ჯგუფი", რომელიც ამ პროექტში €15 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს და მანამდე ისტორიული ვილა და ბაღები აღადგინა.
შემდეგ, ავტორი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც საუბრობს.
"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერსონალურად „დალოცა" პროექტი. ბოლო ვიზიტის დროს წინანდალში, მან ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელიც რეგიონულმა განვითარებამ უნდა ითამაშოს იმ ქვეყნის ეკონომიკის წახალისებაში, რომელიც ხანმოკლე, მაგრამ დამაგრეველ ომში დამარცხდა რუსეთთან 2008 წელს.
ეს ბიძგს მისცემს ინვესტიციების შესვლას და სამუშაო ადგილების გაჩენას თბილისისგან მოშორებულ ადგილებში, სადაც უკვე უამრავი მდიდრული სასტუმროა, ახალი საჯარო შენობები და შადრევნებიანი მოედნები, რომელიც სააკაშვილის ამერიკელმა სტუმარმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე ნახა.
მათ წარმოადგინეს €200 მილიონიანი 47 სართულიანი Trump Tower-ის გეგმა, საცხოვრებელი კომპლესის, რომელსაც ასევე აშენებს „სილქ როუდ ჯგუფი". კომპანიის წარმომადგენლების თქმით კომპლექსი გახდება ორიენტირი სუბტროპიკულ ზონაში დამსვენებელთათვის, რომელსაც ამერიკელმა მილიარდერმა „რეგიონის მონტე კარლო" უწოდა.
„ვფიქრობ თქვენ გაქვთ უამრავი საინვესტიციო შესაძლებლობა საქართველოში", განაცხადა ტრამპმა ვიზიტის დროს. „საოცრებაა რაც ხდება. ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია მსოფლიოში დღეისთვის".
სააკაშვილი უდაოდ დაეთანხმებოდა მას, ისევე როგორ ის უცხოური კომპანიები, რომლებმაც საქართველოში დაახლოებით €770 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს 2011 წელს, რაც 20%-ით მაღალი მაჩევენებლია წინა წელთან შედარებით.
პრეზიდენტი დაახლოებით €500 მილიონის ინვესტიციის მოზიდვას იმედოვნებს, რომელიც მას ახალი სანაპირო ქალაქის, ლაზიკას შექმნისთვის სჭირდება. ლაზიკა ჭაობზე, ბათუმიდან ჩრდილოეთით უნდა აშენდეს.
სააკაშვილის თქმით, ლაზიკა ათი წლის განმავლობაში ნახევარმილიონიანი ქალაქი გახდება, რაც მას თბილისის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქად აქცევს.
ახლა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისია. ის თბილისს და სანაპირო ზოლს შორის მდებარეობს. შაბათს იქ პარლამენტის პირველი სიმბოლური სესია გაიმართა ახალ შენობაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და რომლის მშენებლობის ღირებულებაც €60 მილიონია.
დეპუტატები იქ სისტემატიურად იმუშავებენ მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
სააკაშვილის ოპონენტები (ათობით ათასი ადმიანი, რომელიც კვირას თბილისში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა) ამ გეგემებს განდიდების მანიით დაავადებული ადამიანის პატივმოყვარეობის პროექტებს უწოდებს.
ისინი ვერ ხვდებიან ვინ შეიძლება იცხოვროს იმ უზარმაზარ Trump Tower-ში, წარმოდგენა არ აქვთ ვინ არის ლაზიკას ის 500,000 სავარაუდო მცხოვრები; და პოლიტიკურ მაქინაციებს ხედავენ პარლამენტის თბილისიდან გადატანაში.
ისინი ჩივიან ასევე, რომ საქართველოს მოქმედი ინფრასტრუქტურა სასწრაფო განახლებას საჭიროებს, რასაც ადასტურებს ამ თვეში თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს ძველი სახლების ნგრევა და ხუთი ადამიანის დაღუპვა.
საქართველოს მოდერნიზებასთან ერთად, სააკაშვილი იმედოვნებს, რომ რეგიონული განვითარება დაეხმარება მას აფხაზეთის, რუსეთის მხარდაჭერილი სეპრატისტული რეგიონის დაბრუნებაში.
ლაზიკა აფხაზეთის და ბათუმის გვერდით იქნება, და ჩინოვნიკებს სჯერათ, რომ იქ მზარდი კეთილდღეობის საგანგებო ხაზგასმა დაარწმუნებს აფხაზებს, რომ თბილისის მმართველობის ქვეშ ისინი თავს უკეთ იგრძნობენ. პარლამენტის ქუთაისში გადატანა იგივე პროგრამის ნაწილია.
კავკასიიდან შავ ზღვამდე, მშენებლობის ღრჭიალი სააკაშვილის პრეზიდენტობის საუნდრეკია", - წერს ავტორი და სხვამ კითხვას - "მაგრამ რას აშენებს ის? სოლიდურ ფუნდამენტს საქართველოს მომავლისთვის თუ ძვირადღირებულ პოტიომკინის ფასადებს?"
დენიელ მაკლაფლინი აღნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილის მიღწევები გაუძლებს დროის ქარტეხილებს ისევე როგორც ჭავჭავაძეების ვილა წინანდალში, მაშინ ის საქართველოს შფოთიან ისტორიაში მყარ ადგილს დაიმკვიდრებს.