აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ ქვეყნის პრეზიდენტზე ილჰამ ალიევზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმებოდა ალიევზე თავდასხვა მისი ჩრდილო-დასავეთ რეგიონებში ვიზიტის დროს და ასევე ტერორისტული შეტევა "ევროვიზია -2012"-ზე.
უშიშროების სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტრასნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი იყო აფეთქებების ორგანიზება და შეიარაღებული თავდასხმა რაც გამოიწვევა ადამიანების მასობრივ დაღუპვას. ტერორისტული აქტები უნდა მომხდარიყო Hilton Baku-ში, JW Marriot Hotel Absheron-ში, Baku Crystal Hall-ში და სხვა ადგილებში.
იგეგმებოდა ტერორისტული ოპერაციების ჩატარება ბაქოშიმ, განჯაში, სუმგაითში, ზაქთალას, შეკინის, გუსარისა და სხვა რაიონებში.
ტერორიტული დაგჯუფეების ერთი წევრი ლიკვიდირებულია სხვები კი დაკავებულნი არიან.