დაღესტანში სპორტის მინისტრის მოადგილე ნასირ გაჯიხანოვი მოკლეს. შესაბამის ინფორმაციას დაღესატინის შსს ავრცელებს.
"ავტომაქანას BMW X5, რომელსაც ცნობილი მოჭიდავე, დაღესტანის სპორტისა და ფიზიკური კულტურის მინისტრის მოადგილე ნასირ გაჯიხანოვი მართავდა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს", - აცხადებენ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.
ნასირ გაჯიხანოვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.