საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ სამხედრო აღლუმი 2012-ის პროგრამა გაავრცელა. პროგრამის მიხედვით:
საქართველოს პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს პირადი შემადგენლობის აღლუმისათვის მზადყოფნას აღლუმის ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე მოახსენებს.
პატაკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და აღლუმის პირადი შემადგენლობა ერთმანეთს სამხედრო წესით მიესალმებიან.
სამხედრო საზეიმო მსვლელობამდე შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი - ნიაზ დიასამიძე - „ჩვენ ავაშენებთ სახლს", ნაციონალური ბალეტი სამხედრო ფორმებში - „ხორუმი" და ზუმბა სიმღერა „აფხაზეთო".
სახელმწიფო ჰიმნს ანა ხანჩალიანი თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით შეასრულებს.
სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულები საზეიმოდ დადებენ ფიცს. უმცროს ოფიცერთა ძირითადი კურსის 76 მსმენელი მუხლს მოიყრის და საჯაროდ დადებს ფიცს. ფიცის მიღების შემდეგ მათ მიენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი". ხვალიდან ისინი სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გააგრძელებენ.
შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია
წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ქვეყნის ერთიანობისათვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
აღლუმის ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე საზეიმო მსვლელობის დაწყების ბრძანებას გასცემს. ბრძანება გულისხმობს ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის გადაწყობას, მოძრაობის მიმართულებას და დისტანციის დაცვას. მედროშეები პირდაპირ, დანარჩენები კი მარჯვნისაკენ სწორებით დაიწყებენ მსვლელობას.
სამხედრო მსვლელობას, წელს პ