ქუთაისში, სადაც სამხედრო აღლუმი გაიმართება გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს.
26 მაისს დაგეგმილ აღლუმზე სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებთან ერთად საქართველოში დამზადებული სამხედო ტექნიკაც მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ,,დიდგორის" სამი ვარიანტი, ,,ლაზიკა", საარტილერიო დანადგარი და უპილოტო თვითმფრინავები.
სამხედრო აღლუმს ტრადიციულად ავიაციაა დაასრულებს.
შეგახსენებთ, ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებებიც იგეგმება.
,,როგორც თქვენთვის არის ცნობილი 26 მაისს ქუთაისში გაიმართება პარლამენტის შენობის საზეიმო გახსნა, რომლის მშენებლობა სრულად დასრულდება უკვე შემოდგომაზე", _ განაცხადა მანჯგალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტის შენობა მზადაა საიმისოდ, რომ საზეიმო სხდომას უმასპინძლოს.
,,ბუნებრივია პარლამენტის შენობა მზად იქნება იმისათვის, რომ საქართველოს პარლმენტის პირველი საზეიმო სხდომა ქუთაისში გაიმართოს. ქუთაისში, როგორც საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქში".
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, წელს ქუთაისი სამხედრო აღლუმსაც უმასპინძლებს.
,,ამავე დღეს პირველად ქუთაიში გაიმართება ყოველწლიური საზეიმო სამხედრო აღლუმი, რომელიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმართება", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ.
მისივე განცხადებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები თბილისსა და ქუთაისში პარალელურ რეჟიმში გაიმართება,
"26-ე ქუთაისში დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები. ასეთი სახის ღონისძიებები თბილისშიც გაიმართება პარალელურ რეჟიმში", _ განაცხადა მანჯგალაძემ.