დაღესტანში ძალოვანი უწყების ორი თანამშრომელი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი შსს ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში არიან გადაყვანიილნი.
ინცინდენტი სპეცოპერაციისას მოხდა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ბანდდაჯგუფების წევრების დაკავებას ცდილობდნენ. სავარაუდო დამნაშავეებმა მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნესა და მიიმალნენ.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები