"სომხური მხარის ყველა მცდელობა კრახით დასრულდება, ჩვენ ყველა სადავო საკითხს მეგობრული სულისკვეთებით გადავწყვეტთ", - ეს განცხადება აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა, პროფესორმა მუსა გასიმლიმ გააკეთა.
მისი თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობაა ჩამოყალიბებული და ამიტომაც არ არსებობს სერიოზული პრობლემები სასაზღვრო საკითხებში.
"მაგრამ არსებობენ ძალები, განსაკუთრებით კი სომხური მხარე, რომლებიც "კეშიკჩი დაგის" (დავით გარეჯი) ირგვლივ შექმნილ სიტუაციას იყენებენ და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება სურთ. სომხური მხარის ყველა ეს მცდელობა კრახით დასრულდება", _ აცხადებს დეპუტატი.
მისი თქმით, "ყველა საკითხი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომელიც დელიმიტაციასა და დემარკაციას ეხება მოლაპარაკებების გზით მეგობრული სულისკვეთებით გადაწყდება", _ აცხადებს მუსა გასიმლი.