ყაბარდო-ბალყარეთში ქალაქის ადმინისტრაციის უფროსი მოკლეს. ინფორმაციას ქალაქ ტირნიაუზის ადმინისტრაციის უფროსის ჯამალ გემუევის მკვლელობის შესახებ რესპუბლიკის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"დაღუპულის ცხედარი აღმოჩენილია ამ დილით ელბრუსის რაიონის ორი სოფლის გადაყარზე "ოპელის" მარკის ავტომობილთან",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაოებს და სისხლის სამართლის აღძვრის საკითხი წყდება.
მასალის გამოყენების პირობები