დაღესტანში პოლიციის თანამშრომლის ავტომობილს ცეცხლი გაუსხნეს. ინციდენტი ქალაქ ხასავიურში მოხდა. თავად პოლიციის თანამშრომელი დაჭრილია და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უცნობმა პირებმა პოლიციელის ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა. უცნობი პირები მიიმალნენ. პოლიცილეი ფეხებშია დაჭრილი.
მასალის გამოყენების პირობები