საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველოში მოღვაწე მაღალი თანამდებობის მიზნესმენ ქალებს ტრენინგი ჩაუტარა.
ღონისძიების მიზანი იყო კორპორაციული მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავება და ამგვარად დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ბიზნესის სფეროში დასაქმებული ქალებისათვის.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციული მართვის პროექტის მენეჯერის მაია თევზაძის განცხადებით, ბიზნესში მოღვაწე ქალები ხშირად ვერ ახდენენ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენას და ამიტომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მიზნას ისახავს თავის საკონსულტაციო პროგრამაში ისეთი საკითხების ჩართვას როგორიც გენდერული საკითხებია.
"ჩვენ გვჯერა რომ კორორაციული მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავება სხვა სარგებლობასთან ერთად დაგვეხმარება აღმოვფხვრად ხშირად ფარული გენდერული ბარიერები, რომლებსაც ბვიზნესში მოღვაწე ქალბატონები ხვდებიან. ხელი შეუწყოთ მაღალ თანამდებობაზე ქალების რაოდენობის ზრდას და შედეგად მივიღოთ უკეთესი მმართველობა" - განაცხადა მაია თევზაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან კერვალიშვილმა, საზოგადეობას გააცნო სახელმწიფოს უახლესი ინიციატივები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. სამინარის მონაწილეებმა განიხილეს გენდერის როგორც კორპორაციული მართვის წამყვანი კომპონენტის როლი, ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საქმიანობა გენდერულ სფეროში და თანამედროვე ტენდენციები ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.