დღეს, 10 მაისს, აზერბაიჯანელი მოღვაწის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 91 წელი შესრულდა. ალიევი 1923 წლის 10 მაისს ნახჭევანში დაიბადა.
ალიევი ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, იყო აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრი (ნოემბერი 1982), სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მდივანი. 1987 გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. 1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, ჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1991-1993წ. იყო აჩეული ნახჩევანის არ. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარედ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, 1993 და 1998 წლებში, ორჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტად.
ალიევი გარდაიცვალა 2003 წლის 12 დეკემბერს კლივლენდში (ოჰაიო, აშშ).