დღეს აზერბაიჯანში ქალაქ შუშის ოკუპაციის მე-20 წლისთავს სამგლოვიარო ღონისძიებებით აღნიშნავენ. "1992 წლის 8 მაისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შუშის ოკუპაცია განახორციელეს - ეს იყო ქალაქი, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რომელიც აზეყბაიჯანელებით იყო დასახლებული", _ წერს აზებაიჯანული მედია.
სამგლოვიარო და ხსოვნის ღონისძიებები აზერბაიჯანის მთელს ტერიტორიაზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მომზადდება ასევე მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი.
აზერბაიჯანული მედია ასევე იუწყება, რომ ქალაქი შუშას ოკუპაციაში ყოფილი საბჭოთა არმიის 366-ე პოლკის კუთვნილი 40 ერთეული ჯავშანმანაქანა მონაწილეობდა, რომელიც მათ სომხებს გადასცეს.
ოკუპირებულ შუშაში დარჩა 248 ისტორიული ძეგლი. ქალაქზე იერიშის შედეგად დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაახლოებით 60 სამოქალაქო პირი ტყვედ ჩავარდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები. 22 ათასი ადამიანი ლტოლვილად იქცა.
"შუშა სომეხი ოკუპანტების მიერ განადგურებული ქალაქი -მოჩვენებაა ამჟამად", _ იუწყება აზერბაიჯანული მედია.