დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და და ევროკომისიის წარმომადგენლებმა სასტუმრო "რედისონში" საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ჩატარებული გადამხდელთა გამოკითხვის შედეგები წარმოადგინეს.
პროექტი მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრაციის დახმარებას იმისათვის, რომ ევროპული სტილის მომსახურეობა და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს გადამხდელებს საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული რეფორმების მოკლე პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში კონტრაქტი გაფორმდა GORBI-სთან რის საფგუძველზეც GORBI-მ შეისწავლა ბაზარი და გამოიკითხა საზოგადეობრივი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის მომსახურებას უწევს მათ საგადასახადო ადმინისტრაცია. კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი აზრი შემოსავლების სამსახურის მიმართ პოზიტიურად შეიცვალა. მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის გადამხდელები ასახელებენ გადამხდელის მომსახურეობის ცენტრის შექმნას, სატელეფონო ცენტრის შექმნას, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის გადამხდელებს, ინტერნეტ-მომსახურეობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სრული ინფორმაციის მიღება გადამხდელის უფლებებისა და მოვალეობების, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის შესახებ მითითებების შესახებ, როგორ შეიძლება მოხდეს გადასახადების ელექტრონული დეკლარირება, პირადი აღრიცხვის ბარათის შემოწმება და სხვა.
ეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული რიგით მეორე გამოკითხვაა. პირველი 2006 წელს განხორციელდა. აღნიშნული კვლევისმიზანია დაადგინოს თუ განხორციელებული რეფორმების შედეგად რამდენად არის გაზრდილი საზოგადეობის ინფორმირებულობის დონე საგადასახადო მომსახურებასთან მიმარტებაში.