აზერბაიჯანში ოქროს გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იწყება, ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნოვრუზ გულიევმა განაცხადა. მისი თქმით, საწარმოს მშენებლობა გედაბეის რაიონში დაიწყება.
"ამ დროისათვის ოქროს მოპოვება აზერბაიჯანში წარმოებს, თუმცა ის გადამუშავებისათვის შვეიცარიაში იგზავნება. ხოლო მას შემდეგ რაც საწარმო აშენდება ქვეყანაში მოპოვებული ოქროს გასუფთავება ადგილზე მოხდება. პროექტის განხორციელების შემდეგ აზერბაიჯანი თავად დაიწყებს მაღალი ხარისხის ოქროს წარმოებას" - განაცხადა გულიევმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საწარმოს უცხოელი ინვესტორი ააშენებს და ის ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა. გულიევის განმარტებით, იმ ტერიტორიის მიმდებარედ სადაც ოქროს გადამამუშავებელი საწარმო შენდება, უკვე აღმოჩენილია ოქროს ახალი საბადოები.