დაღესტანში არსებული ოპერატიული შტაბი მახაჩკალაში მომხდარი ორმაგი ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილთა სავარაუდო სიას აქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანი ე.წ. მახაჩკალის ბანდდაჯგუფების წევრები არიან. ნუსხაში სულ ოთხი ადამიანია.
ოპერატიული შტაბში ასევე აცხადებენ, რომ ეს პიროვნებები ახალგაზრდების გადაბირებით არიან დაკავებულნი და მათ შემდეგ "ცოცხალ ბომბებად" იყენებენ.
ოპერატიული შტაბი მიმართავს დაღესტნის მაცხოვრებლებს მიმართავს თხოვით მიაწოდონ მათ ინფორმაცია მათთვის ცნობილი ტერორისტული აქტების შესაძლო მომზადების ან ტერორისტებთან დაკავშირებული პირების შესახებ.
ამასთან ეთად, ოპერატიული შტაბი ასევე მოუწოდებს ყველას მიაწოდონ მათ ინფორმაცია ახალგაზრდა ვაჟებისა და ქალების მუდმივი საცხოვრებელი ადგილებიდან გაუჩინარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დაღესტნის დედაქალაქში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი აფეთქდა და 100 დაიჭრა. მახაჩკალაში მომხდარი ორივე აფეთქების სიმძლავრე სულ 150 კგ ტროტილის ექვივალენტი იყო.