ბოლო დროის განმვალობაში დაღესტნის დედაქალაქში მახაჭყალაში ყველაზე მსხვილი ორმაგი ტერაქტი მოხდა - ათობით მოკლული და დაჭრილი. ორი აფეთქება პოლიციის საგუშაგოსთან გაისმა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 12-13 ადამიანი, 100 მე მეტი დაჭრილია. ჰოსპიტალიზებულია 83, ერთი ადამიანის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია. დაღესტნის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთაგან 7 პოლიციელია.
"ტერაქტის" მუხლით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაღესტნის პრეზიდენტმა მაგომედსალამ მაგომედოვმა მოსკოვში ვიზიტი შეწყვიტა და სასწრაფოდ დაღესტანში დაბრუნდა.
პირველი აფეთქება - მახაჩყალასთან ახლოს სტავროპოლის მხრიდან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით აფეთქდა ავტომობილი, რომელსაც თვითმკვლელი მართავდა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მანქანა საეჭვოდ მიიჩნიეს და შემოწმებისათვის გააჩერეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. როდესაც ადგილზე სახანძრო მანქანები ხანძარს აქრობდნენ და დაჭრილებს სამედიცინო დახმარების ავტომობილები დახმარებას უჩენდნენ მეორე აფეთქება მოხდა. ასევე წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის საგუშაგოსთან მდგარ "გაზელის" ტიპის ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.
აღსანიშნავია, რომ დაჭრილთაგან ორი - უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 14 -მძიმე მდგომარეობაშია 47 -ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. ჯერ ჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარდაცვლილთაგან 7 პოლიციელია, 3 საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომელი 2 კი ადგილობრივი მოსახლე.
ამავე დროს არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილია 20 ადამიანი.
სპეციალისტების წინასწარი შეფასებით პირველი აფეთქების სიმძლავრე 30 ტროტილის ექვივალენტი იყო მეორე კი 50 კილოგრამის. ადგილზე ასევე ნაპოვნია ტერორისტ თვითმკვლელის სხეულის ნაწილის ფრაგმენტები და შესაბამისი სამსახურები ამჟამად მის იდენტიფიცირებას ცდილობენ.
ორმაგი ტერაქტის შედეგად დაზიანდა 30 -ზ მეტი ავტომობილი, ასევე ახლოს გამავალი გაზსადენი.