დღეს, 3 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბროლაურის რაიონს ეწვევა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
2 მაისს ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფლებში - დიდ ჭყონში, ტალერსა და ინჩხურში - მოსახლეობას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დიდი ჭყონის მოსახლეობას დავით ბაქრაძემ სამეგრელოში მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. მან ძირითადად ყურადღება სოციალურ საკითხებზე, ეკონომიკურ და საკურორტო ზონის განვითარებაზე გაამახვილა.