6 მაისს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქუთაისისა და ბათუმის საოპერო თეატრების სოლისტი ბაჩო ნაკაშიძე (ბარიტონი) ვოკალური მუსიკის კონცერტს გამართავს. კონცერტი ეძღვნება ვაჟა ჩაჩავას ხსოვნას.
კონცერტმაისტერია მარინა ადამიშვილი, საღამოს წამყვანი - ელდარ გეწაძე.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.