ხვალ, 3 მაისს, 19:30 საათზე, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრში მარიამ გეგეჭკორისა და რომუალდ ბალე-ბაზის ქართულ-ფრანგული "დუეტი იბერია" პირველად წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთობლივ კონცერტებს საფრანგეთში 2004 წლიდან მართავს (გიტარის საერთაშორისო შეხვედრები ანტონიში, ლუსერნერის და ვიეი გრის თეატრები პარიზში, კალეს ხელოვნების მუზეუმი, პოლ დიუპუის მუზეუმი ტულუზაში, სენ-დიზიეს თეატრი).
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.