საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს გადატანა დასავლეთ საქართველოზე სრული კონტროლის დასაწყისია.
"ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა არის დასავლეთ საქართველოზე სრული კონტროლის დასაწყისის მნიშვნელოვანი საფუძველი", _ განაცხადა სააკაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციამდე დასავლეთ საქართველო დაკარგული იყო. აჭარას კი რუსეთი და რუსული ჯარი აკონტროლებდა.
"ჩვენ გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მიწა დაკარგული ვარდების რევოლუციისთვის და ამას ერქვა აჭარა. ის მთლიანად გასული იყო საქართველოს კონტროლიდან, კონტროლდებოდა რუსეთის ჯარების მიერ და იმართებოდა ლუშკოვისა და სხვა მათი დამქაშების მიერ", _ განაცხადა სააკაშვილმა.