აზერბაიჯანში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც რუსული წარმოების ავტომობილების ტაქსებად გამოყენება აიკრძალა. ვინც კანონს დაარღვევს, პირველ ჯერზე ჯარიმის სახით 100 აზერბაიჯანული მანათის გადახდა მოუწევს, რაც დაახლოებით 100 ევროა.
როგორც ცნობილია, ბაქოს მთლიანად "ლონდონური ტაქსები" დაფარავენ. ამ დროისათვის დედაქალაქში ათასამდე "ლონდონური ტაქსი" უკვე შემოყვანილია და წლის ბოლომდე დამატებით 3 ათასი ტაქსის შემოყვანა მოხდება.