ფრანგმა სპეციალისტებმა ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ზღაპრის "პატარა უფლისწულის" ხელნაწერის ორიგინალი აღმოაჩინეს.
შავად ნაწერი კერძო კოლექციონერთან იპოვეს, რომელმაც არც კი იცოდა, რომ ასეთი ღირებულების მფლობელი იყო. ეგზიუპერის საავტორო ხელნაწერის განსაზღვრაში დაეხმარა აუქციონის სახლი Artcurial.
"პატარა უფლისწულის" შავად ნაწერი ათჯერ უფრო მეტად - 40-50 ათას ევროდ შეაფასეს, ვიდრე მწერლის ავტოგრაფი. ხელნაწერი აუქციონზე 16 მაისს გაიყიდება.
ეგზიუპერმა არაერთხელ გადაწერა "პატარა უფლისწული". საბოლოო ვარიანტი 1943 წელს გამოქვეყნდა. ნაპოვნი ხელნაწერი, სავარაუდოდ, 1941 წლით თარიღდება და მოიცავს გამოუქვეყნებელ ნაწყვეტებს ნაწარმოების მე-17-მე-19 თავიდან.
"პატარა უფლისწული" ანტუან სენ ეგზიუპერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. 1999 წელს ფრანგულმა გაზეთმა Le Monde სიაში "საუკუნის 100 წიგნი" მას მეოთხე ადგილი მიაკუთვნა.