"მაკა ასათიანის აზრით, ,,მაესტროში" მის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო მის მიმართ განხორცილდა ,,რევანში" _ განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ამ უსამართლობაში თავად სასამართლო მონაწილეობს.
,,თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ნოემბერში რა მოვლენები მოხდა მაესტროში და რომ არა მაკა ასათიანის მხარდაჭერა დღეის მდგომარეობით ,,მაესტრო" ელემენტარულად ვერ იმაუწყებლებდა, რადგან დღემდე მიმდინარეობს ძველ შენობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები", _ განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა დავალება ვერ შეასრულა.
,,ბატონმა ეროსი კიწმარიშვილმა, თავისი დავალება ვერ შეასრულა, ვერ გათიშა ,,მაესტრო" და უკვე ასეთი აპრობირებული ხერხებით სასამართლომ მაკა ასათინაის ოჯახს 900 000 ლარის ოდენობით დივიდენდები დააკისრა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობს, სასამართლო რომელიც უნდა იყოს, დამოუკიდებელი და იცავდეს პირველ რიგში მხარეების ინტერესებს თანასწორობის საფუძველზე, მაგრამ სჯიან ადამიანებს მისი განსხვავებული აზრის გამო", _ განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, სასამართლომ მაკა ასათიანის ოჯახს 900 000 ლარის ოდენობით დივიდენდები დააკისრა.