ცნობილი სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, რომელიც რამდენიემ დღის წინ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში იმყოფეოდა უარს აცხადებს, გადაიღოს ფილმი რომელშიც წარმოჩენილი იქნება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების რუსული ვერსია ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა გარდიანი იუწყება. უარი რეჟისორმა მის მიერ დროის უქონლობით ახსნა. "მე ვერ მივიღე ეს წინადადება რადგან უახლოეს 4 წლის განმავლობაში მაქვს აღენული შესაბამისი ვალდებულებები" - განაცხადა კუსტურიცამ.
სერბი რეჟისორი აპირებდა 2008 წლის მოვლკენებთან დაკავშირებით ფილმის გადაღებას, რომელსაც საფუძვლად უნდა დადებოდა ჟურნალისტFფატიმა სალკაზანოვას წერილები. მოლაპარაკებები რეჟისორთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ტოტონოვმა აწარმა. რამდენიმე დღის წინ კუსტურიცა ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა. ოსური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი ფილმისთვის მასალების შეგროვებას აწარმოებდა. ცხინვალში ყოფნისას მან დაგმო ქართული აგრესია. ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლამდე გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე,
კუსტურიცას მართლაც გაწერილი აქვს 4 წლის გეგმა. ერთ-ერთი პროექტის მიხედვით მან უნდა გადაიღოს ფილმი პალესტინელების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ამჟამად თბილისში მიმდინარეობს მხატვრული ფილმის გადაღება, მისი რეჟისორია რენი ჰარლინგი, ხოლო მასში პრესიდენტს მიხეილ სააკაშვილის როლს ჰოლივუდელი მსახიობი ენდი გარსია ასრულებს.