რუსეთში ტაჯიკეთის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მგზავრობისაგან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემა "ნიკოხ"-ის ინფორმაციით, მოსკოვში მდებარე ტაჯიკეთის საელჩო მოუწოდებს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც დროებით ან მუდმივად იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, თავი შეიკავონ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მგზავრობისაგან, იმ მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლისაგან.
რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ტაჯიკეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათ უნდა დატოვონ ქვეყანა ანუ რუსეთის საზღვარი უნდა გადალახონ.
"ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ტაჯიკეთის მოქალაქეები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადადიან, რაც შემდეგ უკვე მათთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაბრუნების საკითხში პრობლემებს წარმოშობს, რომელთა გადაჭრაც მოსკოვში არსებული დიპლომატიური წამომადგენლობის მეშვეობით ხდება",_ აცხადებენ საელჩოში.