"დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი თამაზ თამაზაშვილის, რომელიც არის ჩემი ახლობელი ადამიანის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების"' ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ თამაზ თამაზაშვილი სწორედ მისი პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, იარაღის ჩადებით დააკავეს.
,,4 ოქტომბერს გავაკეთე განცხადება და ექვსში უკვე დააკავეს ტრადიციული წესით, ავტომატის ჩადებით, რაღაც დაჟანგული ავტომატი ჩაუდეს", _ განაცახდა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მმართველობის პირობებში კაცის მკვლელიც კი შესაძლებელია საპროცესო გარიგების საფუძველზე განთავისუფლდეს, თამაზაშვილის შემთხვევაში საპროცესო გარიგება არ შედგა.
"კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, სააკაშვილის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერი პიროვნება, შეგიძლია დღეგამოშვებით კაცი მოკლა, საპროცესო შეთანხმებას მიაღწევ, ფულს გადაიხდი და გამოხვალ ამის არანაირი პრობლემა არა არის. თუმცა თამაზაშვილის პირობებში არანაირმა საპროცესომ არ იმუშავა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.
,,სასამართლო დღესა დანიშნული და სააკაშვილი სასამართლო გასაგებია ისე გადაწყვეტს, როგორც სააკაშვილს სურს", - განაცხადა ივანიშვილმა.