წითელი ჯვრის ბრიტანელი ექიმი, რომელიც პაკისტანის ქალაქ კვეტედან გაიტაცეს, მოკლული იპოვეს. 
წითელი ჯვრის წარმომადგენლობის განცხადებით, ექიმი 5 იანვარს, მაშინ გაიტაცეს, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. 
პოლიციის ინფორმაციით, ექიმის თავმოჭრილი ცხედარი ქალაქ კვეტეს გარეუბანში იპოვეს.