ინგუშეთში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბენზინგასამართ სადგურს პოლიციელების ავტომობილი მიუახლოვდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი პოლიციელი. დაჭრილია ასევე ბენზინგასამართ სადგურის ერთი თანამშრომელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ინგუშეთის შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე 3-4 კგ. ტროტილის ექვივალენტი იყო. აფეთქება რადიომართული იყო.
აღსანიშნავია, რომ პოლიციელები ბენზინგასამართ სადგურზე ბრონირებული "უაზის" ტიპის ავტომობილით მივიდნენ. აფეთქება კი იმდენად მძლავრი იყო, რომ "უაზის" ტიპის ავტომობილი მთლიანად განადგურებულია. მიმდინარეობს გამოძიება.