ხვალ, 28 აპრილს, 15:00 საათზე, გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში პოეტ მარიზა ჯიქიას მესამე კრებულის "ქალის მონოლოგი" პრეზენტაცია გაიმართება.
კრებულში ლექსები თემატურად მრავალფეროვანია. მასში შესულია: საღვთო ლექსები, ისტორიული თემატიკა, მიძღვნები ცნობილ ადამიანებზე, ნოსტალგიური გამა-ადამიანები, რომლებიც ამშვენებდნენ ქვეყანას და აღარ არიან, ადამ და ევას თემა და სხვა.
პრეზენტაციაზე კრებულში შესულ ლექსებს წაიკითხავენ: რატი ამაღლობელი, ნანული ჭავჭანიძე და თემო ჩალაბაშვილი. კრებული "ქალის მონოლოგი" გამომცემლობა "ლოგოსში" დაიბეჭდა.
მარიზა ჯიქიას პოეტური პირველი კრებულია "მთვარის შუქი", ხოლო მეორე კრებულში "ვწერ ვინმე მესხი მელექსე" ბორჯომელი 15 ავტორის მიერ დაწერილი ლექსებია შესული.