27-28 აპრილს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება მესამე საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სტუდენტური კონფერენცია-კონკურსი.
მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტი მუსიკისმცოდნეები საქართველოდან, იტალიიდან, ბელარუსიიდან, სერბეთიდან, აზერბაიჯანიდან და ლატვიიდან.
მონაწილეებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური.
კონფერენცია-კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორებისა და ქართული მუსიკალური ფოლკლორის კონცერტი გაიმართება. ასევე ჩატარდება, რიგის მუსიკალური აკადემიის პროფესორის მასტერკლასები მუსიკისმცოდნე სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის, რომელიც შეეხება სოლფეჯიოს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს.
კონფერენცია-კონკურსი ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ.