საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია "საქართველოს" ეთერში გასულ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"ინტერნეტ-სივრცეში ბოლო დროს ვრცელდება დისკუსიები 2008 წელს, ტელეკომპანია "საქართველოს" ეთერში გასული დოკუმენტური ფილმის "რეზერვისტის" გარშემო. ფილმში ავტორებს გამოყენებული აქვთ აგრესიული შინაარსის მქონე ადოლფ ჰიტლერის ციტატა. ფილმის აღნიშნული ნაწილი ინტერნეტ სივრცეში ვიდეო რგოლის სახითაა გავრცელებული და ემსახურება იაფფასიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას", - ნათქვამია ახალაიას უწყების განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმი და მით უფრო ადოლფ ჰიტლერის ციტატის გამოყენება და მისი შინაარსი არ ასახავდა და არ ასახავს თავდაცვის სამინისტროს პოზიციას.
"ის წარმოადგენს ფილმის ავტორის პირად ინიაციატივას და ხედვას.
თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად ემიჯნება ფილმში გამოყენებული ციტატის შინაარს და ავტორების ხედვას", - აღნიშნულია განცხადებაში.