პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის წყნეთის აგარაკს მყიდველი არც ამჟერად გამოუჩნდა. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბურჯანაძისთვის თავის დროზე 1-ლარად გადაცემული საჩუქარი, სავარაუდოდ ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდება.
თუმცა, როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ღვალაძემ განუცხადა, არ არის გამორიცხული ქონებაზე მესამე აუქციონიც ჩატარდეს, სადაც აგარაკი კიდევ გაიაფდება.
მისივე განმარტებით, ამის თაობაზე გადაწყვერილება 2-3 დღეში იქნება მიღებული.
შენობა ბურჯანაძის კუთვნილი ქონებისგან უკვე დაცლილია. აგარაკიდან სხვადასხვა სახის ნივთები გუშინ გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ წყნეთის აგარაკი პირველად აუქციონზე 2 კვირის წინ გავიდა, მაშიც მისი საწყისი ფასი 11 494 249 ლარი იყო, თუმცა შესაბამისი განაცხადის არარსებობის გამო აუციონი ჩაიშალა.
აგარაკი, სადაც ბურჯანაძე ოჯახთან ერთად აქამდე ცხოვრობა, დღევანდელ აუქციონზე განახევრებული ღირებულებით, 5 მლნ 700 ათას აშშ დოლარად ფასდებოდა.