თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სერჟანტთა სკოლის კურსდამთავრებულები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.
ოფიციალური ცერემონიალი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სასწავლო კურსი სულ 185-მა სერჟანტმა გაიარა. მათგან ცხრამ საუკეთესო კურსდამთავრებულის ჩინი მიიღო.
სასწავლო კურსი ცხრა კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედროები მონაწილეობდნენ. სწავლების პერიოდში სამხედროებმა თავდაცვითი ოპერაციები, პატრულირება და ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები აითვისეს.
დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე დღეს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიით ორ თვეში გაემგზავრებიან.