არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი~ ქმნის ინტერნეტსაიტს დაინტერესებულ პირთა საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის. საიტი იქნება დინამიური და მასზე განთავსდება პრაქტიკული ინფორმაცია დაზღვეულთა უფლებების, ვალდებულებებისა და პროცედურების შესახებ. ასევე გაიცემა ინსტრუქციები დაზღვეულთა უფლებების შელახვის საფრთხეებზე, მათ კანონიერ ფინანსურ და სოციალურ უფლებებზე.
„საიტის შექმნა ახალი პროექტის - `სამედიცინო დაზღვევა: დაზღვეულთა უფლებები - საფრთხეების პრევენცია და კონტროლი~ - ნაწილია, რომელსაც `სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი~ (www.cidf.ge) აფინანსებს. პროექტის არსია სამედიცინო დაზღვევის პოლისის მფლობელთა სადაზღვევო უფლებების დაცვის პრობლემატიკის, მისი თანმდევი საფრთხეების, ამ საფრთხეების აღმოფხვრის და მინიმიზაციის ქმედითი საშუალებების შესწავლა და მიზნობრივი სეგმენტისათვის შესაბამისი შედეგებისა და რეკომენდაციების მიწოდება."- განაცხადა `საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის~ პრეზიდენტმა გიორგი გიგოლაშვილმა.
პროექტი ითვალისწინებს საინფორმაციო მასალების მომზადებას სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლე პირებისათვის და საზოგადოების ფართო ფენებისათვის. ჩატარდება ტრენინგ-სემინარები.