როგორც ცნობილი იყო, დღეიდან, 17 აპრილიდან, განათლების სამინიტრომ იმ პირველკლასელთა რეგისტრაციას დაიწყო, რომელთა მშობლები არ მუშაობენ ან დედმამიშვილები არ სწავლობენ ცალკეულ სკოლებში.
დილიდან რეგისტრაციის სერვისი http://registration.emis.ge/ ხელმიუწვდომელი იყო. არ მუშაობდა მითითებული ნომერიც - 2318940.
რეგისტრაციის დაწყების დროდ 10:00 საათი დაასახელეს. ამ დროს რეგისტრაციის საიტი არ ჩაირთო. სამინისტროს ონლაინდამხმარების ოპერატორმა კი ასეთი შეტყობინება მოგვწერა: "10: 30 საათზე ჩაირთვება registration.emis.ge ან შეგიძლიათ შეხვიდეთ emis.ge შემდეგ შეხვალთ ecatalog-:ზე და შეხვალთ რეგისტრაციაზე".
აღნიშნული ინფორმაცია სარწმუნოდ არ მივიჩნიეთ და მართლაც, საიტი 10:12 საათზე ჩაირთო. რეგისტრაციის მესამე საფეხურზე, როდესაც არჩეულ იქნა სკოლა, სადაც თავისუფალი ადგილების რაოდენობა 46-ს შეადგენდა და პროგრამამ შეგვატყობინა, რომ მიმდინარეობდა მონაცემების დამუშავება, ნაქებმა სარეგისტრაციო სისტემამ საიტიდან "გამოგვაგდო".
10:23 საათზე ვწერ ონლაინ ოპერატორს, რომ პროგრამამ სისტემიიდან გამომაგდო. ონლაინ ოპერატორისგან სრული სიყრუეა. საიტი დიდსულოვნად "გვეუბნება", რომ სერვერს აქვს პრობლემა. ამის შემდეგ საიტი ირთვება, მაგრამ ჩამონათვალში ჩვენს მიერ არჩეული სკოლა საერთოდ არ ჩანს - 10:39 საათია.
10:41 საათზე ჩემთვის სასურველი სკოლა სისტემაში ჩნდება და მითითებულია, რომ დარჩენილი ადგილების რაოდენობა 23-ია.
საიტი კვლავ გვაგდებს სისტმიდან როგორც კი რეგისტრაცია უნდა დავასრულოთ. გვერდის განახლება და ადგილების რაოდენობა 0-ის ტოლია.
11:00-ზე როდესაც ამ დიდი "შეჯიბრის" შემდეგ ვუკავშირდებით განათლების სამინისტროს საზოგადოების სამსახურის უფროსს ნინო პოტრჟებსკაია, გვიპასუხა, რომ სერვერს ჰქონდა პრობლემა და გასწორდა მერე კი ტრადიციული ზრდილობით "არ მცალია ღონისძიება მაქვს" და ტელეფონი გათიშა.
სხვათა შორის, ეს ის პოტრჟებსკაიაა, რომელიც ჟურნალისტთა წრეებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და თუ მის სახელს ახსენებს ყველას ერთი რამ ახსენდება და მის პაროდიას ცდილობს "ცაში აპყრობილი ხელები და ტაში შეძახილით - კამერები აქეთ!"
საინტერესოა, ვისი შვილებისთვის "გაითიშა სერვერი" 20 წუთი და გათიშულ სერვერზე, როგორ მოახერხეს რეგისტრაცია?!. ისიც საინტერესოა, რა კონტიგენტი მოხვდა იმ სკოლებში , სადაც რეგისტრაცია შეუძლებელი იყო? ალბათ, ესეც გამოჩნდება.
ერთი სიტყვით, პოტრჟებსკაიას პასუხი არავის გაუკვირდება, მთავარი აქ ის ამაზრზენი საქციელია, როდესაც პირველკასელებშიც კი აგრესიას ბადებენ. მათ უკვე იციან, რომ მავანთა სურვილის გამო სასურველ სკოლაში ვერ მოხვდნენ. ასეთები კი ბევრია. საინტერესოა, რა ქნან იმ ბავშვებმა და მშობლებმა ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ? ალბათ შაშკინი აქაც შესთავაზებს რამეს, თანაც ისეთსავე სამარცხვინოს, როგორადაც ონლაინრეგისტაცია ჩაატარა. ალბათ გამოვა ახლა კმაყოფილი და იტყვის, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.
ბოლოს კი ძალიან ბანალური გამოთქმა უნდა გამოვიყენო - "ვის ხელშია ჩვენი შვილების ბედი, სირცხვილია!"