ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთისა და დაღესტანის ადმინისტრაციულ საზღვარზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ჩეჩნეთის შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია ტარდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრთა დასაკავებლად.
წინასწარი მონაცემებით დაღუპულია ერთი ბოევიკი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია პოლიციის ერთი და შინაგანი ჯარის ორი თანამშრომელი.