აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ უკონტროლო ტერიტორიებზე ვიზიტებს ეხება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აზერბაიჯანის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკონტროლო ტერიტორიაზე ვიზიტებისაგან საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ნებართვის გარეშე.
"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი ვიზიტები უკანონოა და მათი ჩამდენი მოქალაქეები შესაბამისად, ისჯებიან. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მონახულების მსურველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ზემოთნახსენები გარემოება", - ნათქვამია გაფრთხილებაში.