ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა.
საქართველოს ტავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლეონ პანეტა, აშშ-ში ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის.
ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ქართველი სამხედრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა.
ავღანეთში 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუშის დაჭრის ამბავი "ჯი-ეიჩ-ენმა" 2011 წლის 16 დეკემბერს გაავრცელა, თუმცა მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამ ფაქტს სიცრუე უწოდა (http://ghn.ge/news-56647.html ). ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე ტუღუში ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა (http://president.gov.ge/ge/PressOffice/News/Releases?p=7322 ). ჯი-ეიჩ-ენის კითხვა, თუ რატომ მალავდა თავდაცვის უწყება აღნიშნულ ფაქტს დღემდე უპასუხოდ რჩება (http://ghn.ge/news-59414.html ).