10-12 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს რკინიგზის საშუალებით ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში 28 ერთეულ ქვეითთა ჯავშანმანაქანას (MRAP) გადაიტანს. აღნიშნული ჯავშანმანქანები ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან ქვეითთა დასაცავადაა შექმნილი. მანქანები იმ ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად ჩამოიტანეს, რომელთაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისათვის წვრთნიან.