ENG / RUS       12+

სოსო ცისკარიშვილი: მაშველი რგოლი, რომელიც ხელისუფლებამ თავის გადასარჩენად შეთხზა, გახვრეტილია და მაინც ჩაიხრჩობა

რესპოდენტის შესახებ

,,ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ინიციატივით კანონმდებლობაში ცვლილებეი იგეგმება. ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც არის საქართველოში დაბადებული, აქვს საქართველოში ნ აცხოვრები ათი წელი და არის ევროკავშირიოს მოქალაქე პოლიტიკური აქტივობის საშუალება ეძლევა. თუმცა ოპოციზია კანონში არსებულ შეუსაბამოებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კანონპროექტი არათანაბარ პირობებში აყენებს ქართველ ემიგრანტებს.

უკავშირდება, თუ არა კონსტიტუციური ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ აქტივობას, რა ხარვეზებს შეიცავს კანონპროექტი და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ მისი შემუშავების შემდეგ, თემის დეტალებზე, ,,ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.

 

- ბატონო სოსო, რას ფიქრობთ იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქედ არ განიხილება?

_ ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებით, უწყების თავკაცმა ზურაბ ადეიშვილმა, როგორც იურისტმა თავი ,,გაიფარჩაკა". არ ეკადრება ნაქებ იურისტს, ასეთი უსუსური და სამართლისგან შორს მდგომი დოკუმენტის შობა, საკუთარ უწყებაში. ამის შემდეგ ეჭვის ქვეშ დადაგება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურების მიერ იქნას შეთავაზებული საზოგადოებისთვის. სამართალი, კანონმდებლობა, როგორც ასეთი, დოკუმენტურადაც დადასტურდა, რომ არ არის სავალდებულო, ადეიშვილის სტრუქტურაში რაიმე გადაწყვეტილების შესაცვლელად.

- იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობით, არ აქვს უფლება ნატურალიზაციის საშუალებით მიიღოს მოქალაქეობა და ივანიშვილს მოქალაქეობის მიღებისთვის, ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით უნდა მიემართა?

-ვინ, ვის, როგორ უნდა მიმართოს ამას წყვეტს მიმმართველი. რჩევა ივანიშვილს ადეიშვილისთვის არ უთხოვია. მან კანონის საფუძველზე მოითხოვა, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის აღდგენა. რატომ არ მიმართა ივანიშვილმა იმ გზას, რასაც ადეიშვილი სთავაზობს, შესანიშნავად იცის ადეიშვილმაც და ცხადია, ბიძინამაც.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოიყენა ზურაბ ადეიშვილის გზა ივანიშვილმა?

- განსხვავებული გზებია ამ შემთხვევაში მოქალაქეობის მისაღებად. ერთს წყვეტს კანონი, რომელიც ეზიზღება ადეიშვილს და მეორე მხრივ პრეზიდენტი, რომელსაც ეტრფის ადეიშვილი. ხოლო ივანიშვილისთვის კანონი, პრეზიდენტზე მაღლა დგას, მითუმეტეს, იმ უამრავი ვანდალიზმის გათვალისწინებით, რასაც სააკაშვილის ბრძანებით, ივანიშვილის საქმის დასაბლოკათ ახდენენ.

- ოპოზიციამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასება მისცა. თქვენ რას ფიქრობთ, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, უკავშირდება ივანიშვილის პოლიტიკურ აქტივობას?

- პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეიძლება ახლდეს დადებითი შინაარსი, მაგრამ ეს არის ხელისუფლების ვერაგობა, მათი დაწვრილმანება, როცა მათ კანონი არანაირ სხვა გზას აღარ უტოვებს.

-,,ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით, კონსტიტუციაში საკანონმდებლო ცვლილებები იწყება. ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც არის საქართველოში დაბადებული, არის ევროკავშირის მოქალაქე და ათი წლის განმავლობაში საქართველოში ნაცხოვრები, მას პოლიტიკური აქტივობის უფლება ენიჭება. რას ფიქრობთ, ამ ინიციატივაზე?

- ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა ,,ქდმ"- ს ეკუთვნის, თუ მისთვის ნაკარნახევია. ვფიქრობ, კონსტიტუციის ცვლილება გამოწვეული უნდა იყოს, მხოლოდ სახელმწიფო აუცილებლობით, როცა პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია სხვა რაიმე კანონის საფუძველზე. მაშინ როდესაც პრობლემის გადასაჭრელად ასეთი საფუძველი არსებობს და მხოლოდ ერთი ადამიანის სიჯიუტის გამო, არ ხდება კანონის გამოყენება, უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ, კონსტიტუციის შეურაცხყოფა, ვისი ინიციატივითც არ უნდა ხდებოდეს ამის განხორციელება.

ასევე შინაარსობრივად, მსჯელობის საგანია, უნდა ჰქონდეს, მოქალაქეს უფლება არჩევნებში მონაწილეობის, საცხოვრებელი ადგილისა და დაბადების მიხედვით. ეს უფრო საზოგადოების ფართე წრეების მიერ შესაფასებელი საკითხია, ვიდრე შინაურულად, პარლამენტის ლაბირინთებში გადასაჭრელი თემა. თავისთავად ამ ინიციატივას ახლავს გარკვეული საფრთხეებიც.

- ბატონო სოსო, კონკრეტულად რა საფრთხეებს გულისხმობთ?

- სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი მიმართულება, გახლავთ იმ ადამიანებზე ინფორმაციის მოძიება ვისაც აქვს პრეტენზია იყოს არჩეული. როდესაც ხდება რომელიმე არაკეთილმოსურნე ქვეყნის მიერ, საკუთარი ინტერესების გამტარებელი პირის ჩანერგვა სხვა სახელმწიფოში, ამას უარყოფითი შედეგი ათი-ოცი წლის შემდეგაც კი მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველა დეტალს სწავლობს, თუ ვინ ვისზე რას ფიქრობს, ვის ხვდება. მაინც გაუჭირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფორმაციის მოძიება, თუ ვინ როგორ ცხოვრობდა, რადგან სხვა თუ არაფერი, ეს სოლიდურ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. ამ ადამიანების განწყობებიც და მოთხოვნებიც არ იქნება მარტივი დასადგენი ჩვენი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების მიერ. ამ შემთხვევაში ერთი გამართლება არსებობს მხოლოდ, ჩვენ მარტივად ვიცით, იარლიყის მიკერება. ხელისუფლება ალბათ, ფიქრობს, რომ არც არის საჭირო ინფორმაციის ქონა ამ ადამიანებზე, რადგან მარტივად გადაწყდება საკითხი, თუ ის გვაქებს ჩვენიანია, თუ გვაგინებს პუტინის აგენტია. სწორედ ასეთი პრიმიტიული კმაყოფილებით გაარჩევენ ადამიანებს ერთმანეთისგან.

- თქვენ, როგორ ფიქრობთ, რატომ დასთანხმა ,,ქდმ"-ს ინიციატივას მმართველი გუნდი, როცა ხელისუფლებამ ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქის თხოვნა, აღედგინათ ივანიშვილისთვის მოქალაქეობა არ გაითვალისწინა?

- იმიტომ, რომ სააკაშვილი თავადაც აცნობიერებს, ამით რა საფრთხეში იგდებს თავს. პრაქტიკულად, სააკაშვილმა დაგვანახა, რომ კანონი არ წარმართავს ჩვენი ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, გენერალური პროკურორის, სასამართლოს რეალური საჭეთმპყრობლის საქმიანობას, არამედ ქვეყნის პრეზიდენტის ჯიუტი ხასიათი არის მისი საქმიანობის, მთავარი საყრდენი. შესაბამისად, რასაკვირველია, იმოქმედა ამერიკის პოზიციამაც ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით. ბატონი ჯონ ბასის განცხადება, არ იყო ერთადერთი გზავნილი ამ თემასთან დაკავშირებით.


- ოპოზიციის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები, ქართველი თანამემამულეების მიმართ უთანასწოროა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

- რასაკვირველია, აბსურდულია მოთხოვნა, ქართველი, რომელიც დაიბადა საქართველოში და ბოლო ათი წელია ცხოვრობს საქართველოში და არის ევროკავშირის მოქალაქე უფლება აქვს პოლიტიკური აქტივობის, მაგრამ თუ ევროკავშირის მოქალაქე არ ხარ არ გაქვს უფლება პოლიტიკური აქტივობის. ე.ი გამოდის, რომ თუ საბერძნეთში ნაცხოვრებ, ქართველებს დღეს აქვთ ასეთი უფლება, თუ საბერძნეთი დარჩება ევროკავშირის გარეშე, რომლის საფრთხეც არსებობს, აღმოჩნდება, რომ თურმე ამ ადამიანებსაც უნდა ჩამოვართვათ ეს უფლება. ამიტომ ეს გახლავთ, ნაუცბათევი ინიციატივა, უფრო სწორად მაშველი რგოლი, რომელიც ხელისუფლებამ თვისი თავის გადასარჩენათ შეთხზა და რომელიც არის გახვრეტილი მაშველი რგოლი და მაინც ჩაიხრჩობა. ხელისუფლებას მაინც მოუწევს ან კანონიერი გზით მოქმედება, ან საჯარო განცხადება მთელი მსოფლიოსთვის, რომ კანონი მათთვის არაა ქმედების საფუძველი და კონსტიტუცია არის მათი პირადი უბის წიგნაკი და რაც სურთ იმას წერენ მასში.

 - არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილს სააკაშვილმა მოქალაქეობა არ მიანიჭა, შესაძლოა, პროცესები მძიმედ განვითარდეს. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ ჩემი აზრით, არ მინიჭება, მოქალაქეობისა, უტოვებს საშუალებას ბიძინას ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდეს, ხელისუფლების მიმართ. მაშინ როდესაც მზადაა სრული პასუხისმგებლობით, მოეკიდოს საარჩევნო პროცედურებსაც და შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას. ამიტომ ნუ იფიქრებთ მხოლოდ, ივანიშვილის ინტერესებშია მისთვის მოქალაქეობის აღდგენა, ამაში უფრო მეტად დაინტერესებული უნდა იყოს, ქართული საზოგადოება. მათ შორის ხელისუფლებაც. ბატონი ივანიშვილისთვის, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა სტატუსით გაგრძელებს ის ბრძოლას სახელისუფლებო ცვლილებების მისაღწევად.

 ,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

 

ავტორი: . .