დაღესტანში უცნობმა პირებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია დაღესტნის შს სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ინციდენტი მახაჩკალაში მოხდა. უცნობმა პირებმა ბადრაგის თანამშრომლები დაცხრილეს. შედეგად, ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ასევე დაიღუპა ქალი, რომელიც ინციდენტის დროს გვერდით აღმოჩნდა. გამვლელი მამაკაცი კი სავადმყოფოში მოათავსეს", _ იუწყება რუსული მედია.