აფხაზეთში მდგარი რუსული საოკუპაციო ჯარის გენერალი სერგეი კომარევცევი ქართულ მედიას გალის რაიონში მდგარი რუსული საოკუპაციო ჯარის სამხედროების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ქართული მედია ცდილობს რუსი მესაზღვრეების დისკრედიტაცია მოახდინოს, რომლებიც გალის რაიონში სახელმწიფო საზღვრის დაცვას ახორციელებენ", _ აცხადებს გენერალი.
მაგალითად კი მოჰყავს ფაქტი, რომლის დროსაც რუსმა ოკუპანტებმა გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეს სასტიკად მას შემდეგ სცემეს, რაც მას ჩანთაში ქართული წიგნები აღმოუჩინეს. გენერალი აცხადებს, რომ რუს ე.წ.მესაზღვრეებს ამ ინციდენტთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ.
"როდესაც ყველაფერი გაირკვა, ყველამ გაიგო, რომ რუს მესაზღვრებს ამ ინციდენტთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ", _განაცხადა კომარევცევმა.