ბოლო სამი თვის განმავლობაში გალის რაიონში მდგარმა რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა, რომლებიც იქ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს იცავენ, 16 ერთეული საბრძოლო იარაღი, 1,5 ათასზე მეტი საბრძოლო მასალა და 6 კგ-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. ეს განცხადება აფხაზეთში მდგარი რუსული საოკუპაციო ჯარის გენერალმა სერგეი კომარევცევმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას კომარევცევმა აღნიშნა, რომ იქ არსებული ძირითადი პრობლემა საზღვრის დარღვევაა, თუმცა მისი თქმით, კრიმინოგენული სიტუაცია რაიონში საგრძნობლად შემსუბუქებულია.
კომარევცევმა აღნიშნა, რომ მდინარე ენგურზე მდებარე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის სამუშაოს დასრულება 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება.