ყაბარდო-ბალყარეთის სამართალდამცავებმა ფედერალური ავტომაგისტრალის, "კავკაზის" მიმდებარედ - 200 მეტრში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნობელყვეს.
სამართალდამცელთა ინფორმაციით, მათ შეძლეს თავიდან აეცილებინათ დიდი ტერორისტული აქტი.
"აღმოჩენილია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, 20 კგ ტროტილის ეკვივალენტის სიმძლავრის,"- აცხადებენ სამართალდამცავები.
დაწყებულია ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ტარდება ღონისიებები ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად.