ყაბარდო-ბალყარეთში, ბაკსანის რაიონში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, სამი ბოევიკი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, საიდანაც ძალოვანების მიმართულებით ისროლეს ხელყუმბარა", - აცხადებენ ყაბარდო-ბალყარეთის სამართალდამცავები.
ურთიერთსროლის დროს მოკლულია სამი ბოოევიკი, რომლებიც ავტოომაქანაში იმყოფებოდნენ. სამართალდამცავებს შორის დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.